English / ქართული / русский /
ციცინო თეთრაული
ეკონომიკური განვითარების ზოგიერთი ასპექტი გლობალიზაციის პირობებში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური განვითარების თავისებურებები. გაშუქებულია ურთიერთდამოკიდებულება ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. დახასიათებულია საბაზრო ეკონომიკის განვითარების მოდელები. გაანალიზებულია საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის პრობლემები, გლობალიზაციის პირობებში. შეფასებულია გლობალიზაციის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში.

საკვანძო სიტყვები: ევროინტეგრაცია, ეკოლოგია, მდგრადი ეკონომიკა, გრადუალიზმი, კიბუცები, პანდემია.

შესავალი

გლობალიზაციის პირობებში ქვეყნები ახალი დიდი გამოწვევების წინაშე დადგნენ. კონკურენციის მაღალი დონე, ტრანსნაციონალური კომპანიები, ეროვნული ეკონომიკის პრობლემები. მოსახლეობა იზრდება, ბუნებრივი რესურსები კი მცირდება, პანდემიამ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყნისათვის კიდევ უფრო რთული ამ გამოწვევების დაძლევა, ეროვნული ეკონომიკის აღორძინება და სტაბილურობის შენარჩუნება.

სტაბილურ ეკონომიკურ გარემოში ცხოვრება, ყველა ქვეყნის ადამიანის ოცნებაა, რადგან იგი უზრუნველყოფს წარმატების შესაძლებლობას და საზოგადოებას იცავს არასასურველი მოულოდნელობებისაგან. საზოგადოების უსაზღვრო და ზრდადი მოთხოვნილებების, შეზღუდული და კლებადი ბუნებრივი რესურსების, ასევე მოსახლეობის საკმაოდ სწრაფი ზრდის ფონზე, კაცობრიობა იძულებულია მუდმივად გაზარდოს საქონლისა და მომსახურების წარმოება. ამ პროცესმა სამეცნიერო ლიტერატურაში ეკონომიკური ზრდის სახელწოდება მიიღო. მასში იგულისხმება წლიდან წლამდე, თაობიდან თაობამდე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქვეყნის წარმოებრივი შესაძლებლობების მყარი გადიდება. ნამდვილ ეკონომიკურ ზრდას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც რაოდენობრივი ზრდა დაკავშირებულია შრომის მწარმოებლურობის ამაღლებასთან.

ზრდადი ეკონომიკა ხასიათდება წლიური პროდუქციის მატებით, რომლის გამოყენებაც შეიძლება არსებულ მოთხოვნილებათა უფრო უკეთ დაკმაყოფილებისათვის, ახალი სოციალური და ეკონომიკური პროგრამების განხორციელებისათვის, სიღარიბის დაძლევისათვის. ეკონომიკური ზრდის გაზომვა ხდება ორი ურთიერდაკავშირებული მაჩვენებლის გამოყენებით: 1. დროის გარკვეულ მონაკვეთში რეალური მშპ-ის გადიდება და 2. ამავე დროში მოსახლეობის 1 სულზე რეალური მშპ-ის მატება, ეკონომიკური განვითარება შეიძლება განვიხილოთ როგორც კომპლექსური პროცესი, რომელიც იწვევს რადიკალურ ცვლილებებს: სოციალურ სტრუქტურაში, ადამიანთა ქცევებში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, უთანასწორობის შემცირებას, დასაქმების ამაღლებას და ა.შ. სიღატაკის გასაზომად გამოიყენება მშპ-ის წლიური რაოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე, სიღარიბის გასაზომი ეს კრიტერიუმი საშუალო სიდიდეა, რომელიც მაღალშემოსავლიან და მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ჯგუფებს შორის უთანასწორობას ნიღბავს.

ეკონომიკური ზრდის ინდექსი სულაც არ არის პირდაპირი კავშირში ეკონომიკურ განვითარებასთან და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასთან, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევასთან. ამ პანდემიის პერიოდში ჩვენი ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავიდა. მიუხედავად პანდემიისა, არ შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სოფლის მეურნეობის სამუშაოები, მილიონამდე ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ყოველივე ამის შედეგად მივიღეთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (რაც პოზიტიურია) მაგრამ ყველას მოგვეხსენება, რომ ყოველდღიურად იზრდება ფასები პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე (პური, რძის ნაწარმი, ზეთი, ხილი და ა.შ.). ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რიცხვი, ღარიბები კიდევ უფრო გაღატაკდნენ. ქვეყანაში არის ინფლაცია. ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის რთული ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. ერთი მხრივ ეკონომიკური განვითარება, ზრდის ტემპზეა დამოკიდებული, მეორე მხრივ რაც უფრო მაღალია მოსახლეობის ცხოვრების დონე და რაც უფრო სრულყოფილია ეკონომიკის სტრუქტურა (ცალკეული დარგებისა და ქვედარგების თანაფარდობა), მით უფრო მეტია ეკონომიკური ზრდის სასურველი ტემპის შერჩევის შესაძლებლობა, როგორც ფ. პერუ აღნიშნავს `განვითარება _ ეს არის მოსახლეობის ინტელექტუალური და სოციალური ცვლილებების კომბინაცია, რომელიც მას საშუალებას აძლევს კუმულაციურად და სტაბილურად გაზარდოს თავისი ერთობლივი რეალური პროდუქტი... განვითარება ერთ მთლიანში აერთიანებს და ხელს უწყობს ზრდას~. ეკონომიკურ განვითარებაში იგულისხმება მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, რომლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ამასთან ზრდა ავტომატურად არ გულისხმობს განვითარებას. სავსებით შესაძლებელია რომ მისი ნაყოფით საზოგადოების მხოლოდ შეძლებულმა ნაწილმა ისარგებლოს. ამ შემთხვევაში კი არა თუ გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე, პირიქით გაღრმავდება უთანასწორობა შემოსავლების განაწილებაში. გაიზრდება უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის, თუმცა გაიზრდება მოსახლეობის 1 სულზე გაანგარიშებით მშპ-ს სიდიდე. მიუხედავად მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონცეფციისა, გლობალიზაციის პირობებში მეგაეკონომიკას არ ეთმობა ეკონომიკური ზრდა. `ნულოვანი ზრდის~ მომხრეები თვლიან რომ წარმოების გადიდება თავისთავად არ წყვეტს სიღარიბის პრობლემას. მათი აზრით სიღარიბე (ე.ი. შემოსავლების უთანაბრობა) არის განაწილების პრობლემა და არა წარმოების პრობლემა. საჭიროა სამართლიანი განაწილება და არა პროდუქტის გამუდმებული გადიდება. მათი აზრით ეკონომიკური ზრდა იწვევს ადამიანურ ღირებულებათა გაუფასურებას. ეკონომიკური ზრდა ადამიანებს აძლევს ცხოვრების მეტ საშუალებას, მაგრამ არ აძლევს `უკეთეს ცხოვრებას~. მსოფლიო სიმდიდრის 48% თავმოყრილია 100-მდე ადამიანის ხელში. მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი კიდევ უფრო ღარიბდებიან. სოციალური უთანასწორობა, საზოგადოებრივი დოვლათის არასწორი განაწილება, გადაუჭრელ პრობლემად რჩება გლობალური მსოფლიოსთვის.

ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის საუკუნეში. გლობალიზაცია წარმოსდგება სიტყვისაგან `გლობა~ (დედამიწა) და მაშასადამე წარმოდგენას საბოლოოდ დედამიწის ერთიან ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ და კულტურულ ერთობად ჩამოყალიბების პროცესს, ცალკეული ქვეყნების სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების პირობებში. გლობალიზაციის საერთო პლანეტარული ხასიათი აქვს, იგი ნიშნავს `ახალ მსოფლიო წესრიგს~. მასში ჩართულია თითქმის მთელი მსოფლიო. გლობალიზაცია შლის საზღვრებს, აძლიერებს კონკურენციას შიდა ბაზრებზე, რაც იწვევს ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო რეგულაციის შესაძლებლობების შემცირებას და მსოფლიო მეურნეობის კონიუნქტურაზეა, ეროვნული ეკონომიკების დამოკიდებულების ზრდას, `ღია ეკონომიკის პირობებში ნებისმიერი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია გლობალიზაციის გვერდის ავლით. იგი შეუქცევადი პროცესია გლობალიზაციაში იგულისხმება მსოფლიო მასშტაბით წარმოების განსაზოგადოება _ ინტერნალიზაცია. კაპიტალის თავისუფალი ბრუნვა, საერთო ბაზრის ჩამოყალიბება, ინფორმაციის, იდეების, ინოვაციების, თანამედროვე მენეჯმენტის, მარკეტინგის, გამოცდილების სწრაფი გაცვლა მსოფლიო ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარება, გლობალიზაცია ნიშნავს ცხოვრების ჰეგემონიზაციას. ანტიგლობალისტები გლობალიზაციის კოლონიზაციად მიიჩნევენ. ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების ექსპლუატაციად, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური სისტემის მიერ. გლობალიზაციას ადარებენ დიდ წყლებში მოდრეიფე ვეშაპს რომელიც დაუნდობლად ნთქავს პატარა თევზებს. დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობამ 7 მილიარდს გადააჭარბა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობა 2025 წელს 8 მილიარდს მიაღწევს, ხოლო 2050 წელს 10 მილიარდს. მოსახლეობა იზრდება, ბუნებრივი რესურსები მცირდება. საუკუნეების მანძილზე ბუნებაზე ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ, მტაცებლურმა და მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ, ეკოლოგია სავალალო დონემდე მიიყვანა. მეცნიერთა აზრით ბუნებრივი წიაღისეული მარაგები უკვე `გამოცარიელებულია~. სახეზე გვაქვს შეუქცევადი ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც გლობალური ხასიათისაა. ესენია: გლობალური დათბობა, ოზონის შრის შემცირება, გაუდაბნოება, ნიადაგის ეროზია, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ნარჩენების მართვა, სურსათის უსაფრთხოება, სიღარიბე, და ა.შ. ამ ჩამონათვალს მიემატა და სიის თავში მოექცა ისეთი გლობალური პრობლემა როგორიცაა პანდემია, ამერიკელ მეცნიერთა აზრით დედამიწის გამტარუნარიანობა 10 მილიარდ ადამიანს გაუძლებს. ზოგიერთ მეცნიერთა აზრით კი ეს ლიმიტი უკვე ამოწურულია.

ტერმინი `მდგრადი ეკონომიკური განვითარება~ პირველად გამოყენებული იქნა გაეროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კომისიის მიერ, რომელსაც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი გ. ბრუნტლანდი ხელმძღვანელობდა. 1987 წელს გავრცელდა აღნიშნული კომისიის მოხსენება: `ჩვენი საერთო მომავალი~, რომელშიც შემოთავაზებული იყო, მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. მისი არსი მდგომარეობდა იმაში რომ უნდა გაგრძელებულიყო ეკონომიკის უწყვეტი განვითარება და ახლანდელი თაობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მომავალი თაობებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე. ამრიგად მდგრადი განვითარება გულისხმობს, ეკონომიკური განვითარების ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ისე რომ, უზრუნველყოფილი იყოს მომავალი თაობების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ახლანდელმა თაობამ არ უნდა იცხოვროს მომავალი თაობების ხარჯზე.

მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ სფეროებს. მდგრადი ეკონომიკა გულისხმობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ ხარჯვას, ეკონომიკის ეკოლოგიზაციას. მეცნიერთა აზრით კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში სულ 80 მილიარდზე მეტი ადამიანი დაიბადა. თანამედროვე მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად 80-90 მილიონი კაცით მატულობს.

მოსახლეობის ზრდის ტემპების დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშა ისეთმა ფაქტორებმა როგორიცაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და მოსავლიანობის გაზრდა, სამედიცინო სფეროს განვითარება, (აცრების გამოგონება, პენიცილინი და ა.შ.) კოლონიალიზაციის დასრულება. 1800 წელს მოსახლეობა იყო - 1 მლნ; 1850წ. _ 1.260 ათ; 1900წ. _ 1.650 ათ.; 1950წ. _ 2,530 ათ; 1990წ. _ 5,290 ათ.; 2000წ. _ 6,090 ათ.; ამჟამად კი 7 მილიარდს გადააჭარბა.

შობადობის დონე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კვლავაც მაღალია. ჩინეთის მოსახლეობამ მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთის მოსახლეობა დემოგრაფთა აზრით მალე ჩინეთის მოსახლეობას გადააჭარბებს. შობადობის ზრდის ტემპით ევროპა და ჩრდ. ამერიკა სადაც განვითარებული ეკონომიკა და ცხოვრების მაღალი დონეა, ძალიან ჩამორჩება აზიის აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. დემოგრაფთა აზრით თუ მოსახლეობის ზრდა ამ ტემპებით გაგრძელდა, პლანეტაზე 2200 წლისთვის შესაძლოა 20 მილიარდ კაცს მაღწიოს. მოსახლეობის აღწარმოებას ტიპების ცვლის შედეგად დემოგრაფიული გადასვლის თეორია წარმოიქმნა. ამ თეორიის მიზანია შობადობა-სიკვდილობის პროცესისა და ბუნებრივი მატების ცვალებადობის ხასიათის დადგენა, მომავლის პროგნოზირება. დემოგრაფიული პოლიტიკის მიზნები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში განსხვავებულია. განვითარებად ქვეყნებში, სადაც დემოგრაფიული აფეთქება შეინიშნება, სხვადასხვა ღონისძიებების გატარებით, შობადობის კოეფიციენტის შემცირებას ცდილობენ. მაგ. ჩინეთში `ერთი ბავშვის~ პრინციპი და ერთბავშვიანი ოჯახების წახალისება და ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. განვითარებულ ქვეყნებში კი, სადაც დემოგრაფიული კრიზისია შობადობის კოეფიციენტის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება. მაგ., საფრანგეთში გარკვეული ღონისძიებების გატარების შემდეგი შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

საქართველო, რომელიც XII საუკუნეში 8 მილიარდ მეტ ადამიანს შეადგენდა და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული, ამჟამად 4 მილიარდია (განახევრებულია). 1 მილიარდი ადამიანი გარეთ ლუკმა-პურის საშოვნელად ემიგრაციაშია წასული. მათი დიდი რაოდენობა ქალია, რომლებიც სამშობლოსა და შვილებს მოწყვეტილნი შრომობენ, წვალობენ და ასე ინახავენ ოჯახებს. საქართველო მომაკვდავი ერების სიაშია შეტანილი. `ტვინების გადინების~ პროცესი კიდევ ერთი დიდი პრობლემაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნები მთლიან რთულ და არახელსაყრელ სივრცეში აღმოჩნდნენ. ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მეტად მძიმე პროცესი აღმოჩნდა. მათ წილად ხვდათ მოშლილი ეკონომიკა, დეფიციტური ბიუჯეტი, მოშლილი ინფრასტრუქტურა, მაღალი ინფლაცია, უმუშევრობის ზრდა და სხვა ნეგატიური მოვლენები, არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. სამანეთო ზონის მოშლის შემდეგ საქართველო იძულებული იყო შემოეღო ფულის ნიშნები-კუპონები, რომელმაც სწრაფი ტემპით იწყო გაუარესება და ქვეყანა ჰიპერინფლაციის წინაშე აღმოჩნდა. არსებული მდგომარეობიდან გამოსვლა ხელისუფლებამ საკუთარი ეროვნული ვალუტის შემოღებით მოახერხა. 1995 წელს მიმოქცევაში შემოვიდა ეროვნული ვალუტა _ ლარი, რამაც, შეანელა ინფლაციური პროცესები. საქართველომ, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანამ, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მეტად რთული გზა გაიარა. სამი ათეული წლის გასვლის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა კვლავაც გარდამავალ ეკონომიკად იწოდება. ვერ მოხერხდა ქართული ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბება. გარედან თავსმოხვეულმა `შოკურმა თერაპიამ~ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ნაჩქარევად ჩატარდა პრივატიზაციის პროცესი, (რომელსაც `პრივატიზაციასაც~ უწოდებდნენ), მიწის რეფორმა და ა.შ.. დამოუკიდებლობის გზაზე, ჯერ კიდევ ახალფეხადგმული ქვეყანა, სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გაეხვია. დაამხეს დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი ეროვნული მთავრობა, პირველი პრეზიდენტი პატრიოტი და მამულიშვილი ზვიად გამსახურდია. ქვეყანას ბნელბედობის ჟამი დაუდგა: უშუქობა, უგაზობა, პურის რიგები, მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობა, და რაც ყველაზე მთავარია დაკარგული ტერიტორიები; ოკუპაცია, რომელიც, დღემდე გრძელდება (ბორდელიზაციის სახით). სამოქალაქო ორი ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმის ტოლი ფასი იყო. როცა ქვეყანაში ომია, ვის სცალია ეკონომიკისთვის, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზეა ლაპარაკი. ეკონომიკა არ არის არც ფიზიკა და არც ქიმია, იგი საზოგადოებრივი მეცნიერება და საზოგადოებრივი საქმიანობაა. ყველა ადამიანი `აკეთებს~ ეკონომიკას, ბიზნესმენია თუ დიასახლისი, პასიურად თუ აქტიურად ყველა ჩართულია ეკონომიკურ პროცესებში. როკფელერი თავის ბიზნესს აკეთებდა, მაგრამ აინშტაინიც ყიდულობდა პურს და პიკასოც. გარდა იმისა, რომ ორივე გენიოსი იყო: ერთი მეცნიერი, მეორე ხელოვანი და შედევრები შექმნეს, ისინიც ჩართულნი იყვნენ ეკონომიკურ პროცესებში. ყველას სჭირდება საკვები, ტანსაცმელი, და ა.შ., ჰომო ეკონომიცუსი არის ყველა ადამიანი. ასკეტებისა და მეუდაბნოე ბერების გარდა. ამას ვწერთ იმიტომ, რომ სამწუხაროდ დემოკრატია `ქართულად~ ცოტა სხვანაირად იქნა გაგებული. პოლიტიკური დესტაბილიზაცია პირდაპირ და დამღუპველად აისახება ეკონომიკაზე. ქვეყანა მუდმივად არჩევნების რეჟიმში ცხოვრობს. ერთი ხელისუფლების მიერ დაწყებულია რეფორმები, მომდევნო აღარ აგრძელებს და ახალს იწყებს. ამის ნათელი მაგალითია, განათლების სფერო. ყველა ახალი მინისტრი, იწყებს ახალ რეფორმას. არადა რეფორმა ნებისმიერ სფეროში ხანგრძლივი პროცესია, და დროშია გაწერილი.

საბაზრო რეფორმების გატარების პრაქტიკაში შეიძლება გამოიყოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კონცეფცია: გრადუალიზმი (თანდათანობითი) და `შოკური თერაპია~. გრადუალიზმი გულისხმობს რეფორმების გატარებას თანდათანობით, ნელ-ნელა და თანმიმდევრულად. საბაზრო გარდაქმნათა ძირითად მამოძრავებლად სახელმწიფოა მიჩნეული, რომელმაც თანდათან უნდა შეცვალოს ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მეთოდები საბაზრო ურთიერთობებით. გრადუალისტური პოლიტიკა განხორციელდა ჩინეთში. ეკონომიკის სწრაფი ზრდის (წელიწადი 10%) შედეგად ჩამორჩენილი ჩინეთი შევიდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათეულში. ჩინური რეფორმის პრინციპი შეიძლება გამოიხატოს ერთი სიტყვით, როგორიცაა _ `პრაგმატიზმი~, `შოკური თერაპიის~ კონცეფცია შემუშავდა ჯეფრი საქსის მიერ და წარმატებით გამოიცადა XX საუკუნის 80-იან წლებში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რომლებიც მწვავე ინფლაციათა და ეკონომიკურ დაქვეითებას განიცდიდნენ. `შოკური თერაპია~ ეყრდნობა მონეტარიზმის ცნებას. ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე ვარიანტს. ამ კონცეფციით საბაზრო ურთიერთობები ეკონომიკური საქმიანობის ყველაზე ეფექტური ფორმაა, რომელსაც თვითორგანიზების უნარი გააჩნია. სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა სტაბილური ფინანსური სისტემის შენარჩუნება, ამიტომ, ინფლაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. `შოკური თერაპია~ დასავლეთის ეკონომიკური დოქტრინაა და იგი მიზნად ისახავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შემორჩენილ მბრძანებლური ეკონომიკის ნამსხვრევებზე, კაპიტალისტური წყობილების ჩამოყალიბებას. `შოკური თერაპია~ თითქმის ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში გამოიცადა. ზოგან წარმატებით, ზოგან _ არა. ყველაზე უფრო სრულად და თანმიმდევრულად `შოკური თერაპია~ გატარდა პოლონეთში (1990-1991წ.წ.) ლ. ბალცეროვიჩის ხელმძღვანელობით, აგრეთვე ჩეხეთში, ესტონეთში, `შოკური თერაპიის~ მთავარი ამოცანაა _ ინფლაციის დათრგუნვა.

მეცნიერთა დიდი ნაწილი საბაზრო ეკონომიკის ტიპიურ მოდელებად მიიჩნევს: ამერიკულს, იაპონურსა და შვედურს.

1. საბაზრო ეკონომიკის ამერიკული მოდელი ეყრდნობა თავისუფალ კონკურენციას და საბაზრო რეგულირებას, მისთვის დამახასიათებელია საკუთრების კერძო ფორმების გაბატონებული მდგომარეობა. ეკონომიკის მართვაში სახელმწიფოს როლის შეზღუდვა, ორიენტირებულია თვითგადარჩენის პრინციპზე.

2. იაპონური მოდელისათვის დამახასიათებელი მართვის ისეთი სისტემა, რომლის დროსაც სახელმწიფო მომუშავეების ჭორაობას ხანგრძლივი დროით, პრაქტიკულად სამუდამოდ, დიდი ყურადღება ექცევა გამოცდილებას. ხელფასის ზრდის საფუძველია ნამსახურობა, (სამუშაო სტაჟი). სახელმწიფო წარმატებით იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს. კარგად არსი განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესი. (რასაც საქართველომ ვერ მიაღწია).

3. შვედური მოდელი ეყრდნობა სამ ძირითად პრინციპს:

ა) კეთილდღეობის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა წევრისთვის; ბ) სოციალური გარანტიების საიმედო სისტემისა და მექანიზმის შექმნა და რეალიზაცია; გ) შრომისუნარიანი მოსახლეობის სრული დასაქმება. აქ ბიუჯეტის თითქმის 50% სოციალურ სფეროშია გამოყენებული. შვედურ მოდელში მთავარია ადამიანური ფაქტორი. ამ მოდელის კონცეფცია შეიძლება ასე გამოიხატოს: `ეს არის დინამიკური ბაზრის შერწყმა სოციალური მიზნების მისაღწევად''.

სოციალური საბაზრო ეკონომიკის გერმანული მოდელი ჩამოყალიბდა ვ. ოიკენის მიერ. მან წამოაყენა დებულება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი სისტემების ურთიერთგანპირობებულობისა და ურთიერთგავლენის შესახებ, ვ. ოიკენის თეორიამ დიდი აღიარება მოიპოვა. ამ მოდელში საბაზრო მექანიზმი ეყრდნობა კონკურენციის ყოვლისმომცველობას და ხელფასისა და სხვა პარამეტრების დაწესებაში სახელშეკრულებო ურთიერთობების უპირატესობას. სახელმწიფო ქმნის სოციალურ და სამართლებრივ გარემოს ეკონომიკური ინიციატივებისათვის.

ამ მოდელში ბაზარი თვითმიზანი არაა, იგი განიხილება როგორც საშუალება, მთავარი ფიგურა კი ადამიანია, გერმანიამ ერთ-ერთმა პირველმა შემოიღო ნარჩენების მართვის სფეროში `მწარმოებლის განგრძობითი პასუხისმგებლობა~. გერმანელი მოდელისთვის დამახასიათებელია სოციალური თანასწორობა, ინიდივიდუალური თავისუფლება. გერმანელი მოდელი გამოიყენება ავსტრიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში.

ზოგადად შევეხოთ სხვა მოდელებსაც. სკანდინავიის მოდელი ხასიათდება აქტიური სოციალური პოლიტიკით. ამ მოდელის სოციალურ-დემოგრაფიული მოდელსაც უწოდებენ, ბიუჯეტიდან ნაწილდება ეროვნული სიმდიდრის 35-65%. ამ მოდელს იყენებს დანია, ფინეთი, ნორვეგია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პატარა ქვეყნები ბედნიერების ინდექსის რეიტინგებში ხშირად პირველ ადგილებს ინაწილებენ. ანგლოსაქსური მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს პასიურ პოლიტიკას, დასაქმების კუთხით, თუმცა მაღალი აქტივობით ხასიათდება სოციალურ მომსახურებაში კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა. ამ მოდელს იყენებს: კანადა, ინგლისი, ირლანდია, ხმელთაშუა ზღვის მოდელში სოციალური პოლიტიკა დიფერენცირებულია. ბიუჯეტის მეშვეობით ეროვნული სიმდიდრეების 45-60% ნაწილდება, ამ მოდელს იყენებს: საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი.

ახლა აღარავინ დავობს საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობაზე (ჯ. კეინზის თეორიის წყალობით) სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე. `ველური კაპიტალიზმი~, `კოგმური კაპიტალიზმი~ წარსულს ჩაბარდა, ასევე ა. სმიტისეული `უჩინარი ხელის~ პრინციპი. საბაზრო ეკონომიკის მხსნელის ჯ. კეინზის წყალობით, ასევე ფრიდმენტის მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით `ველური კაპიტალიზმი~ `მოთვინიერდა~ და გაზარდა. თანამედროვე ეკონომიკური მოდულები ძირითადად სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს იზიარებენ. სოციალურ საბაზრო ეკონომიკის დამაარსებლად ვალტერ ოიკენი ითვლება. მის წიგნში `ეკონომიკურ პოლიტიკის საფუძვლები~ აღწერილია საბაზრო ეკონომიკის პირობები, რომელიც საჭირო იყო მაშინ გერმანიის განვითარებისათვის. `გერმანიის ეკონომიკური სასწაული~, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 1948 წლიდან დაიწყო, დაკავშირებულია ლ. ერჰარდის სახელთან. ლ. ერჰარდის შეხედულებები ემთხვეოდა ვ. ოიკენის შეხედულებას.

საბაზრო ეკონომიკის კონცეფცია ამოდის იქედან, რომ ადამიანი ღებულობს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც სარგებლობის მომტანია მისთვის და მისი ახლობლებისთვის, საბაზრო ეკონომიკის დროს ე.წ. `ჯანმრთელი ეგოიზმი~, ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობასთან შერწყმით განიხილება, ამერიკელი მულტმილიონერი და სიმდიდრის სიმბოლოდ აღიარებული ჯ. როკფელერი ამბობდა: `დაეხმარეთ ადამიანებს არა რაღაცის გამო და არც ფულისთვის, არამედ სუფთა გულით, სწორედ იმ ადამიანებს, რომლების დახმარებაც თავად გსურთ. სულაც არ არის აუცილებელი, ისინი თქვენი ან ვინმეს ნათესავები, ან ნაცნობები იყვნენ, მოგების 10% საქველმოქმედოდ გაიღეთ. ჯ. როკფელერი აშშ-ის ერთ-ერთი პირველი ფილანტროპიც იყო. მან დაარსა როკველერების ფონდი და დიდ თანხებს გასცემდა სამედიცინო კვლევებისათვის, განათლებისათვის. სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლისთვის. მანვე დაარსა ჩიკაგოსა და როკფელერი უნივერსიტეტი.

ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გამოიყენა თავისი ტურისტული პოტენციალი, ქვეყანას ყოველწლიურად 10 მილიონამდე ტურისტი სტუმრობდა. დიახ სტუმრობდა. ახლა კი პანდემიის გამო მსოფლიო ტურიზმი ჩამოიშალა. ჩამოიშალა მასზე მიბმული ბიზნესები (სარესტორნო, სასტუმრო, გასართობი და ა.შ.). ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ იქნება ტურიზმზე ჩამოკიდებული, წინა ხელისუფლების დროს სამწუხაროდ სოფლის მეურნეობა, არამომგებიან სფეროდ იყო გამოცხადებული. ძირითადი აქცენტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ტურიზმზე კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ორივე სფერო აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ სოფლის მეურნეობა, რომელიც გვაძლევს `პურს ჩვენი არსობისას~ სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ სურსათის უსაფრთხოება, აგრარული სფეროს აღორძინება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. შემოგვაქვს ყველაფერი, რისი წარმოებაც თვითონვე შეგვიძლია. ისტორიულად ხორბლისა და ღვინის ქვეყანა, თითქმის 95%-ით ხორბლის იმპორტზეა დამოკიდებული ჩვენი სასურსათო ბაზარი გაჯერებულია იმპორტული გენმოდიფიცირებული პროდუქტებით (რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა და ბევრ სერიოზულ დაავადებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში), მაშინ როდესაც გაგვაჩნია ნაყოფიერი მიწები და შეგვიძლია ჩვენი სამყოფი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მოვიყვანოთ და ექსპორტზეც გავიტანოთ. საქართველო ასევე მდიდარია ჰიდრორესურსებით. ბუნებრივი გატყიანების მხრივ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანაში მოსაწესრიგებელია საირიგაციო სისტემა, სადრენაჟო სისტემა. ბევრ სოფელს არა აქვს წყალი და კილომეტრებიდან ეზიდებიან. მთავრობამ შეიმუშავა ეკონომიკური განვითარების 10 წლიანი სტრატეგია. რეგიონალური განვითარების პროგრამები, მასში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აგრარული სფეროს განვითარება და სოფლის მეურნეობის აღორძინება. მიწის რესურსის ინვენტარიზაცია, პასპორტიზაცია, მექანიზაცია; ისრაელი ნათელი მაგალითია იმისა თუ, როგორ შეიძლება უდაბნო წალკოტად აქციო მათი კიბუცების მოდელი, რომლის წყალობითაც ააღორძინეს სოფლის მეურნეობა, შეიძლება ჩვენთანაც დავნერგოთ. დიდი ხანია ჩვენი ეკონომისტები ამ თემას განიხილავენ და იყო მცდელობები მისი განხორციელებისა. ამ იდეას მხარს უჭერს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მან თვითონ იმოგზაურა ისრაელში და ნახა კიბუცების ფენომენი. საქართველო ძალიან მდიდარია ადამიანური კაპიტალით. იშვიათია პატარა ერი რომელსაც შეიძლება ამდენი გენიოსი ყავდეს (შ. რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, გ. ტაბიძე, ნ. ფიროსმანი და ა.შ.). მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაადგა. საქართველო თავისი უძველესი ისტორიით, კულტურით, რელიგიით, ყოველთვის ევროპასთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული, მასთან გრძნობდა სულიერ ნათესაობას. ევროპა, ცივილიზაციის აკვანი, მისი ღირებულებები ყოველთვის თანხვედრაში იყო ჩვენს ღირებულებებთან. სულხან-საბა ორბელიანი ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, ევროპის გზას დაადგა მოკავშირისა და თანამგრძნობის საძებნელად. საფრანგეთის ლევილის სათვისტომოც ჩვენი ევროპულ ოჯახთან მჭიდრო კავშირის მაჩვენებელია. დიდმა მამულიშვილმა, წმინდა კაცმა ექვთიმე თაყაიშვილმა სახელმწიფოს ეროვნული საგანძურის გადასარჩენად ევროპას შეაფარა თავი. წლების მანძილზე სიღატაკეში მცხოვრებმა თავდადებულად დაიცვა ეროვნული საგანძური და უკლებრივ დააუბრუნა თავის სამშობლოს. მეთერთმეტე არმიის შემოსლის შემდგომ პირველი დამოუკიდებელმა მთავრობამ და ინტელიგეციამ ასევე ევროპას შეაფარა თავი. ჩვენი მამულიშვილები ევროპაში მიდიოდნენ განათლების მისაღებად და შემდგომ საქართველოში დაბრუნებულები თავის ქვეყანას ახმარდნენ იქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. დიდმა ნიკო ნიკოლაძემ საფუძველი ჩაუყარა ფოთის პორტის მშენებლობას. ევროპიდან მრავალი ინოვაცია შემოიტანა და დანერგა საქართველოში. საქართველოში უძველესი დროიდან, განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ამისი ნათელი მაგალითია ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის უმაღლესი სკოლა კოლხეთში, ჯერ კიდევ IV საუკუნეში. გელათისა და იყალთოს აკადემიები XII საუკუნეში, სადაც ისწავლებოდა არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია, ფილოსოფია, რიტორიკა, გრამატიკა, მუსიკა, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ისტორია, მედიცინა, იურისპრუდენცია, მეტყევეობა, ბერძნული და არაბული ენები.

საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია სამონასტრო საქმიანობას უკავშირდება. ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე ქვეყანა წიგნთსაცავების შექმნაზე ზრუნავდა. მსოფლიოს 14 დამწერლობასთან ერთ-ერთი არის ქართული დამწერლობა. იოანე ზოსიმე ქართული ენას ღმერთების ენას უწოდებდა, წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად არის გამოცხადებული. სამწუხაროდ პანდემიის გამო, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა სათანადოდ ვერ აღნიშნა. უმნიშვნელოვანესია ის, რომ პირველი ქართული წიგნი ევროპაში დაიბეჭდა. 1629 წელს რომში სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო სტამბაში `პოლიგლოტში~ დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი: `ქართულ-იტალიური ლექსიკონი~, რომელიც შეიცავს 300 ქართული სიტყვას., წიგნის თავფურცელს აწერია, რომ იგი შეადგინა სტეფან, პაოლინიმ, თეიმურაზ პირველის ელჩ ნიკიფორე ორბახის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის) დახმარებით, რომელმაც ჩამოასხმევინა ქართული შრიფტი. წიგნი განკუთვნილი იყო საქართველოში წამოსული მისიონერი ბერებისათვის, იგი არაერთხელ გადაუბეჭდავთ და ერთი მათგანი დაცულია ვატიკანში. იმავე წელს რომში დაიბეჭდა მეორე ქართული წიგნი `ქართული ანბანი ლოცვებითურთ~, 1643-1670 წლებში მისიონერმა ფრანცისკო მარიო მაჯიომ 2-ჯერ გამოსცა `ქართული ენის გრამატიკა~. წიგნები აწყობილია მხედრული და ნუსხური შრიფტით.

როგორც იმ დროის მეცნიერები წერდნენ, ევროპაში ქართული წიგნის ბეჭდვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ევროპული მისიონერები ძალიან დაინტერესებულნი ყოფილან ქართული კულტურით, რამაც ნიადაგი მოამზადა ქართული წიგნის საქართველოში დასაბეჭდად, 1708-1709 წლებში, როცა ვახტანგ მეექვსემ თბილისში პირველი ქართული სტამბა დაარსა, მის გასამართავად ბულგარეთიდან მოიწვია სახელგანთქმული ოსტატი მიხაილ იშტვანოვიჩი, წარმოშობით ქართველი ბულგარელი განმანათლებლის, სასულიერო მოღვაწისა და მესტამბე ანთიმოზ ივერიელის მოწაფე, სწორედ ანთიმოზ ივერიელმა გამოუგზავნა ვახტანგ მეფეს სტამბის გამართვისთვის საჭირო მასალა და ტექნიკა. შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი და 1709 წელს ვახტანგისეული სტამბაში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნები; სახარება-ოთხი და `დავითიანი~, რომლებიც შავი საღებავებით ნუსხური შრიფტით იყო დაბეჭდილი, როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ თბილისის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები ტოლს არ უდებდა ევროპაში დაბეჭდილს. 1712 წელს თბილისში ვახტანგისეულ სტამბაში დაიბეჭდა შოთა რუსთაველის უკვდავი `ვეფხისტყაოსანი~, ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს რაოდენ მჭიდრო ისტორიული, კულტურული, რელიგიური და მენტალური კავშირი იყო ოდითგანვე საქართველოს და ევროპას შორის, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო სწრაფვა ევროკავშირისკენ, მისი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროანტალისტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, რაც კონსტიტუციაშიც ჩაიწერა, ქვეყანა დიდი მონდომებით ასრულებს ევროკავშირის ყველა რეკომენდაციებს, დავალებებსა და მოთხოვნებს.

საქართველო აქტიურად იყო ჩართული სამშვიდო მისიებში. ავღანეთში ჩვენი 30 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა. საქართველო როგორც პატარა ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო ამ მისიებში, ამერიკამ უკვე დაასრულა ომი ავღანეთთან. ჩვენი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ, საქართველო კი ისევ აკაკუნებს ევროკავშირისა და ნატოს კარზე. `დააკაკუნე და გაგიღებენო~. 2024 წელს ქვეყანა აპირებს ოფიციალური განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის, ცივილიზაციის აკვანი ევროპა, როგორც ადრე უწოდებდნენ და როგორც ახლა უწოდებენ `ბებერი ევროპა~, რას გადაწყვეტს ჯერჯერობით უცნობია, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველო არის შემდეგში საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, ესენია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო); ევროკომისია; ევრო პარლამენტი, მსოფლიო ბანკი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია; გაერთიანებული ერების განათლების; მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი; ევროპის ცენტრალური ბანკი; ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია; ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია; ევროპის სტატისტიკის სამსახური; ფონდი _ ათასწლეულის გამოწვევა; ევროპის საბჭო.

ევროკავშირში ეტაპობრივად ბევრი პოსტკომუნისტური ქვეყანა გაწევრიანდა. 2004 წელს გაწევრიანდნენ: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, შლოვენია; 2007 წელი _ ბულგარეთი და რუმინეთი, ხოლო, 2013 წელს _ ხორვატია; 11 ქვეყანა სულ. დიდი ალბათობით საქართველო იქნება მეთორმეტე პოსტკომუნისტური ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდება. ქვეყანა დიდი ხანია ამ ბოლო დონის რეჟიმში ცხოვრობს. მსოფლიო იცვლება, პანდემიამ დააპაუზა, დაშოკა და შეაშფოთა მთელი მსოფლიო, იღუპებიან ადამიანები. დაწყებულია ეკონომიკური რეცესია. მსოფლიო უკვე 2 წელი ხდება რაც ცხოვრებას არა გლობალიზაციის სლოგანით: `ახალი მსოფლიო წესრიგი~, არამედ `ახალი კორონა წესრიგით~. ადამიანები დაიყვნენ აცრილებად და აუცრელებად (ანტივაქსერებად) კოვიდგადატანილებად და არაკოვიდგადატანილებად. გლობალიზაციის უდიდესი ბერკეტი გააჩნია მთელ მსოფლიოზე ზემოქმედებას. თავიდან იგი მხოლოდ ეკონომიკური სფეროთი შემოიფარგლებოდა, შემდგომში შემუშავდა გლობალიზაციის კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს ეკონომიკაზე სოციალურ და პოლიტიკურ მაჩვენებლებს, აღნიშნულ ინდექსზე დაყრდნობით შესაძლებელია ქვეყნის გლობალიზების დონის დადგენა. გლობალიზაციის ერთერთი მაჩვენებელია ე.წ. გლობალიზაციის KOF ინდექსი (KOF Iნდეხ ოფ Gლობალიზატიონ), რომელიც 2002 წელს შემუშავდა, 2006 წელს კი - ეს ინდექსი გერმანელი ეკონომისტის ა. დრეჰერის, ავსტრიელი ეკონომისტის ნ. გასტონის და ჰოლანდიელი ბიოლოგისა და ეკოლოგის პ. მარტენსის მიერ განახლდა და დეტალურად გაიწერა. ეს საყოველთაო ინდექსი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გლობალიზაციის სიდიდეს ზომავს. გლობალიზაციის KOF ინდექსის მიხედვით ეკონომიკურ გლობალიზაციას ახასიათებს საქონლის, კაპიტალის, მომსახურების, ინფორმაციის ნაკადებისა და ცვლილებებს შორ მანძილზე გატანა. პოლიტიკური გლობალიზაცია განისაზღვრება, როგორც სამთავრობო პოლიტიკების დიფუზია, სოციალური გლობალიზაცია _ იდეების, ინფორმაციის, ადამიანური უსაფრთხოების განვითარება-გაფართოება, გლობალიზაციის განვითარებას ხელი შეუწყო მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა. (ციფრული ტექნოლოგიები, ინტერნეტი, საკომუნიკაციო საშუალებების სწრაფი ხელმისაწვდომობა). მსოფლიო `დავიწროვდა~, ყველა ინფორმაცია თითქმის ერთ პატარა მონიტორშია მოქცეული. ინფორმაციულმა ნაკადების თითქმის წალეკა თანამედროვე ადამიანის ტვინი. ადამიანი უამრავ საჭირო და არასაჭირო ინფორმაციას. ტყუილსა და მართალს ბევრი ინფორმაციის ნაკადს ინფოდემია ეწოდება, არისტოტელემ ადამიანს სოციალური ცხოველი უწოდა. ადამიანს აქვს სოციალური ურთიერთობების მოთხოვნილება, სხვასთან კავშირის მოთხოვნილება ადამიანის შინაგან მოთხოვნილებას ეკუთვნოდეს რომელიმე ჯგუფს აფილაცია ეწოდება. თანამედროვე ადამიანი იმდენად მოექცა ტექნოლოგიების ტყვეობაში, რომ ტექნოკრატიული ცხოველს დაემსგავსა. პანდემიამ კი ჩაკეტა ქვეყნები, ადამიანები, მოაქცია იზოლაციაში, გათიშა ერთმანეთისაგან და დააწესა სოციალური დისტანცია. სოციალურ ადამიანს უვსებს სიცარიელეს, აძლევს კომუნიკაციის საშუალებას, უმყარებს საკუთარი თავის რწმენას და მის საყრდენს წარმოადგენს. ადამიანს ყველაზე მეტად მარტო დარჩენის ეშინია, საკუთარ თავში ჩახედვის ეშინია. არ იცის რას დაინახავს იქ, რას აღმოაჩენს. პანდემიამ ადამიანები აიძულა მარტონი დარჩენილიყვნენ. ეგზალიტირებული აჩქარებული და აჟიტირებული მსოფლიო დაეპაუზებინა, დაეფიქრებინა, ციცერონი ამბობს: `ყველაზე ბედნიერი ისაა, ვინც მლიანად საკუთარ თავზეა დამოკიდებული და საკუთარ თავში ეგულება ყველაფერი~. ადამიანი ოღონდ მარტო არ დარჩეს საკუთარ თავთან და ათასგვარ საქმეს გამოიგონებს რომ სხვებს ეკონტაქტოს. უდიდესი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰუერი ამბობს: `სხვებთან დაკავშირების უნარი მარტოობის, ესე იგი, საკუთარი თავის ატანის უუნარობაა, სწორედ შინაგანი სიცარიელე და საკუთარ თავის სიძულვილი მიერეკება ადამიანებს საზოგადოებისაკენ უცხოეთისაკენ, მოგზაურობებზე. მათ სულს არა აქვს სამოძრაო ძალა, ამ ძალას ეძებენ გარეთ. ადამიანს სხვაგან ყოფნა კი არ სიამოვნებს, არამედ გაურბის თავის თავთან ყოფნის სიცარიელეს და სიმძიმეს, საკუთარი ცნობიერების ერთფეროვნებს~, ადამიანები პანდემიამ დააფიქრა ცხოვრებისეულ ამაოებაზე, ეგზოსტენციალურ, ფილოსოფურ და რელიგიურ საკითხებზე. ბევრის თავში გაჩნდა მარადიული კითხვები, რომლებიც აქამდე დავიწყებულნი ქონდათ: ვინა ვართ, რანი ვართ? რისთვის მოვედით? საით მივდივართ? ადამიანს არც მოსვლას ეკითხება ვინმე და არც წასვლას. `ადამიანს თავიდან ბეწვიც კი არ ჩამოვარდება უფლის ნების გარეშე~. ტექნოლოგიურ მიღწევებით გაყოყოჩებულ ადამიანს თავი ყოვლისშემძლედ წარმოედგინა. ზოგიერთი გზებზე ადამიანთა ემიგრაციასაც აანონსებს. მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეში, ცოდნის საუკუნეში ადამიანები ერთი პაწაწინა თვალით უხილავი ვირუსის წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ. ბუნებასთან ომი, ჯერ არავის მოუგია, ადვილია გააჩანაგო ბუნება, გაჩეხო ტყეები, მოწამლო წყალი და ჰაერი, დაყარო ნარჩენები, გაანადგურო ფლორა და ფაუნა, ბიზნეს ინტერესებს შეწირო `დედამიწის ფილტვებად~ წოდებული ემაზინის ტყეები, ყველგან და ყველაფერში ჩაყო ცხვირი. ბნელია გაუფრთხილდე ამ ყველაფერს, შეამცირო მოგება, შემოიჭირო ქამარი, ყოველწლიურად მილიარდამდე მოშიმშილე ადამიანებს გაუნაწილო მოხვეჭილი მილიარდები, განახორციელო ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, `ნულოვანი ნაგვის~ კონცეფცია, (უნარჩენო საზოგადოება) გლობალიზაცია, რომელიც ერთ ოჯახად მიიჩნევს მსოფლიო საზოგადოებას (მისი სიჭრელის მიუხედავად) და აქვს პრეტენზია დაამყაროს `ახალი მსოფლიო წესრიგი~ ჯერჯერობით ვერ მოუგვარებია ის რომ, ამ დიდ ოჯახში ზოგიერთი სოციალური ფენა ფუფუნებაში ცხოვრობს, ლაღად და უზრუნველად, მილიონობით ადამიანი კი შიმშილით იღუპება. ასტრონომიული თანხები იხარჯება შეიარაღებაზე. აფრიკის მოსახლეობის 40% წერა-კითხვის უცოდინარია. კაცობრიობა თითქოსდა სამოთხეს აშენებს დედამიწაზე. ადგენს ბედნიერი ერების რეიტინგებს. ბედნიერების საერთაშორისო ინდექსი მაჩვენებელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანთა კეთილდღეობას, გარემოს მდგომარეობას ასახავს. იგი 2006 წელს ორგანიზაცია `ახალმა ეკონომიკურმა ფონდმა (Nეწ Eცონომიცს Fოუნდატიონ - NEF) შეიმუშავა. ბედნიერების საერთაშორისო ინდექსის გამოსათვლელად 3 მაჩვენებელი გამოიყენება: 1. ადამიანების კმაყოფილება ცხოვრების დონით, 2. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და 3. ე.წ. `ეკოლოგიური ნაკვალევი~ ეს ტერმინი პირველად 1992 წელს ყ. რიზომ გამოიყენა, ბედნიერება მეტად ფარდობითი ცნებაა, იგი ძალიან ბევრ ფაქტორებზეა დამოკიდებული. გლობალური მსოფლიო ხომ გადარეულია სტატისტიკაზე, დათვლაზე, რეიტინგებზე. მაგალითად, იაპონელისთვის ბედნიერება `ტყის ებაზნერი~. არაბებისთვის მუსიკით გამოწვეული აღფრთოვანება. ინდოელი ამბობს _ ბედნიერი ხარ მაშინ როცა ხარ, ის ვინც მართლა ხარ, ხორვატებისთვის _ `არაფრის კეთების სიტყვებო~. აქ გვახსენდება დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები: `განა ჩვენზე ბედნიერი, არის კიდევ სადმე ერი?~ ამ პანდემიის დროს რომელ ქვეყანას შეუძლია იყოს ბედნიერი. გლობალიზაციამ ბევრი პოზიტივი მოუტანა მსოფლიოს, მაგრამ ერთპოლუსიანმა მსოფლიომ, მსოფლიო ტურიზმმა მსოფლიოს პანდემიაც მოუტანა. ადრეც იყო ეპიდემიები, იღუპებოდნენ ადამიანები, მაგრამ ასეთი მასშტაბებით არც ერთი ეპიდემია არ გავრცელებულა. კეთილდღეობა ყველა ქვეყნისთვის და ყველა ადამიანისთვის არაა ხელმისაწვდომი, მაგრამ პანდემიამ მთელი მსოფლიო `დაასაჩუქრა~. კარგი იქნებოდა კეთილდღეობაც ვირუსივით რომ ვრცელდებოდეს.

ამ გლობალურ მსოფლიოში ჩვენი პატარა ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას: ოკუპაცია, მყიფე, გარდამავალი ეკონომიკა, პანდემია, შიდა და გარე გამოწვევები. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის შენარჩუნება, პანდემიის დაძლევა, რომელმაც ჩვენი მცირერიცხოვანი მოსახლეობის ათასობით ადამიანი შეიწირა. ეკონომიკური ზრდის და მატერიალური კეთილდღეობის ამაღლების ყველაზე რეალური ინდიკატორი მაცივარია და ის ფასები, რომელიც სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში ხვდებათ ადამიანებს. ჩვენმა მოსახლეობამ შეიძლება აიტანონ შიმშილი, სიღარიბე, უმუშევრობა, მაგრამ ეროვნული ცხოვრების შეურაცხყოფას ვერ აიტანენ. ევროპული ინტეგრაცია, გლობალიზაცია არ ნიშნავს ყველაფრის ბრმად მორჩილებას. ქვეყანას უნდა შეექმნას ისეთი ეკონომიკური მოდელი რომ ნაკლებად იყოს იმპორტზე დამოკიდებული. განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა. შეინარჩუნოს თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და ეროვნულ ცნობიერებაზე დაყრდნობით გადადგას ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი. `ყველაფერი მცირედიდან იწყება~, ამბობდა ციცერონი.

აღნიშნული კონფერენცია ეძღვნება კორონა ვირუსით გარდაცვლილ ჩვენს შესანიშნავ კოლეგას პროფესორ ალფრედ კურატაშვილს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მადლობა ბრწყინვალე მეცნიერსა და ბრწყინვალე ადამიანს პროფესორ რამაზ აბესაძეს ასეთი გულისხმიერებისთვის. პანდემია ალბათ უახლოეს მომავალში არ დაგვანებებს თავს, რაც მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევაა, მით უფრო ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. `შეუცნობელია გზანი უფლისანი~ და ბოლოს დავამთავრებთ უდიდესი ფიზიკოსის, ნობელის პრემიის ლაურიატის ნ. ბორის სიტყვებით `მეცნიერი კი არ ქმნის კანონებს, არამედ მხოლოდ იმას აღმოაჩენს, რაც უკვე ჩადებული იქნა ბუნებაში ღმერთის მიერ, ჩვენ ვერ მივუთითებთ ღმერთს, როგორ მართოს სამყარო''.


დასკვნა

გლობალიზაციის პირობებში მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. პატარა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია განვითარების კვალდაკვალ შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფადობა და ეროვნული ცნობიერება. დარჩეს ერთგული უკვდავი სიტყვებისა `ენა, მამული, სარწმუნოება~.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ., ინოვაციები _ ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. ინსტიტუტის დაარსების 70-ე წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების აქტუალური პრობლემები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი, 2014.
2. თეთრაული ც., ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმი. ინსტიტუტის დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კომფერენციის მასალების კრებული. ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერებების განვითარების აქტუალური პრობლემები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი. 2014.
3. 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები. ანთოლოგია, გამომცემლობა, პალიტრა L. 2014.
4. პაპავა ვ., არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი. 2014.
5. სამუელსონი პ., ნორდჰაუსი ბ., ეკონომიკსი. გამომცემლობა `ეკონომიკა და სამართალი~. თბილისი. 1992 წ.